ყვითელი ამბები

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის რომანტიკული კოცნა პოლოს მატჩის დროს - ფოტო

კალიფორნიაში გამართული პოლოს მატჩი მასმედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
Sputnik
მატჩი, სადაც პრინცი ჰარი გუნდთან ერთად მონაწილეობდა, დასამახსოვრებელი გამოდგა რამდენიმე ფაქტის გამო. ერთი, რომ ამ მატჩის გამარჯვებული სწორედ პრინც ჰარის გუნდი აღმოჩნდა და, მეორეც, პოლოს ფინალურ მატჩს ესწრებოდა მეგან მარკლი.
სასექსის ჰერცოგინია ამ დღეს ალბათ საუკეთესო ფორმაში ვიხილეთ. ის ბრწყინავდა ულამაზეს კოპლებიან პერანგში, რომელიც თეთრ შორტებთან და დიდი ზომის შლაპასთან ჰქონდა შეხამებული.
მეგანმა ჰარის საჯაროდ სწორედ მაშინ აკოცა, როდესაც პოლოს მატჩის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება მიმდინარეობდა. მეგანის კალიფორნიული ლუქი შეადარეს ლეგენდარული ოდრი ჰეპბერნის ლუქს კინოფილმიდან „ჩემი მშვენიერი ლედი“ და ჯულია რობერტსის გმირს ფილმიდან „ლამაზმანი“.