მსოფლიო დღეს

ბაიდენმა კოლუმბიას ნატოს გარეთ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსი მიანიჭა

Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად მიანიჭა კოლუმბიას აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსი ნატოს გარეთ.
ეს სტატუსი ენიჭება აშშ-ის ახლო მოკავშირეებს, რომლებიც იზიარებენ მათ სტრატეგიულ ინტერესებს.

„ჩემი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებში... ნატოს მიღმა შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეებს შორის კოლუმბიას ვაერთიანებ“, — ნათქვამია თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მემორანდუმში.

ნატოს გარეთ მთავარი მოკავშირის სტატუსი საშუალებას აძლევს აშშ-ის მოკავშირეს, მონაწილეობა მიიღოს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივ ინიციატივებში და თავდაცვის პროექტებში, ჩაატაროს ერთობლივი კვლევები, მიიღოს აშშ-ის დაფინანსება თავდაცვის რიგი ამოცანების შესასრულებლად.
დღეისათვის აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსი თითქმის 20 ქვეყანაზე ვრცელდება. მანამდე ბოლო ქვეყანა, რომელმაც ის მიიღო 2022 წლის მარტში, კატარი იყო. ამ დროისათვის ნატოს გარეთ აშშ-ის მთავარი მოკავშირის სტატუსის მინიჭებაზე კანდიდატებად ოფიციალურად ხუთი სახელმწიფო მოიაზრება: საქართველო (2008 წლიდან), მოლდოვა (1992-დან), უკრაინა (2014-დან), ფინეთი (2022-დან), შვედეთი (2022-დან).