GWP: ისნის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power (GWP, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”) ისნის რაიონის მოსახლეობას 25 მაისის 11:00-დან 23:00 საათამდე პერიოდში წყალმომარაგებას შეუწყვეტს.
კომპანიამ, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა, ხვალ კი ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით გადაერთების სამუშაოების ჩატარება იგეგმება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
ისნის რაიონში – ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის და ალექსანდრე ახვლედიანის ქუჩებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.