ტყემალი - ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ტყემალს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია. მაგალითად, დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება. კარგად მოქმედებს ის მამაკაცებზეც...
Sputnik
ტყემალი (Prúnus cerasiféra) ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის მრავალწლოვანი ხეხილოვანი მცენარე. არის ხე ან ხისმაგვარი ბუჩქი. მისი სამშობლოა ამიერკავკასია.
როგორც ველური, ისე მოშენებული ტყემალი გავრცელებულია ბალკანეთში, შუა და მცირე აზიაში, ირანში და სხვა ქვეყნებში.
საქართველოში უძველესი დროიდან თითქმის ყველგანაა გავრცელებული ზღვის დონიდან 1600-1800 მეტრამდე სიმაღლეზე. ამჟამად დარაიონებული ჯიშებია „გულდედავა“, „გაზაფხულის მერცხალი“, „წითელი დროშა“, „ქუთაისი“, „რიონი“, „ხვავიანი“ და სხვ.
მარწყვი – უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო კენკრა>>
ტყემალს ქართულ სამზარეულოში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ტყემლისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის წვენი, კომპოტი, მურაბა, სანელებელი, ტყლაპი და ტყემლის სახელგანთქმული საწებელი, რომელიც ქართული სუფრის ერთ-ერთი განუმეორებელი და უნიკალური შემადგენელი ნაწილია.
ტყემლის შემადგენლობა და კალორიულობა
ტყემლის კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 34 კკალორიაა.
ტყემალში უამრავი სასარგებლო ნივთიერებაა. ესენია ნახშირწყლები, ორგანული მჟავები, პექტინები, ვიტამინები С, В ჯგუფის, პროვიტამინი А, ბევრია მასში კალიუმი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი. ტყემლის ფერი მისი შემადგენლობით განისაზღვრება. მაგალითად, ყვითელში ბევრია შაქარი და ლიმონმჟავა და თითქმის არაა მთრიმლავი ნივთიერებები, ხოლო მუქი ფერის ნაყოფში ბევრია პექტინები.
ტყემლის სასარგებლო თვისებები
უდავოა ტყემლის სასარგებლო ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მასში ჭარბადაა ასკორბინის მჟავა, რის გამოც ის გამოიყენება ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ამასთან, ამ ხილის რეგულარული გამოყენება დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.
ზეთისხილი და მისი სასარგებლო თვისებები
კალიუმის არსებობა ტყემლის შემადგენლობაში გულის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს.
ხილის შემცველობაში შაქრის მცირე რაოდენობის გამო მისი მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებსაც.
ტყემალი შესანიშნავი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის გამოიყენება ორგანიზმის გაწმენდისა და გაახალგაზრდავებისთვის. რადგანაც ტყემალი დაბალკალორიულია, მისი მიღება ნებადართულია ჭარბი წონის დაკლების პროცესში.
ტყემალი კარგი საშუალებაა რესპირატორული, კუჭის დაავადებების დროს, ასევე როგორც მსუბუქი გამხსნელი საშუალება.
დამტკიცებულია, რომ ტყემლის რეგულარული მიღება ორგანიზმს რადიაციისა და დასხივების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.
ტყემალი ასევე გამოიყენება კოსმეტიკური მიზნებისთვის. მაგალითად, ტყემლის ნაყენი შესანიშნავი საშუალებაა დაბანისთვის. ის კანის ცხიმიანობას ებრძვის. ხილის ნაყოფის რბილობის გამოყენება შეიძლება ნიღბის სახით, ეს ნაყენი სახეს გამონაყარისგან წმენდს. ნაყოფისა და დაქუცმაცებული კურკის ნარევი შესანიშნავი საშუალებაა სახის კანის, ყელისა და დეკოლტეს ზონის გაახალგაზრდავებისთვის.
დეკა: ხელს უწყობს წონაში კლებას, აძლიერებს იმუნიტეტს
ამასთან, ხალხურ მედიცინაში გამოიყენება ტყემლის ყვავილიც. ყვავილზე დამზადებული ნაყენი მამაკაცებს ეხმარება პროსტატის მკურნალობასა და ერექციის გაუმჯობესებაში. ტყემლის მურაბით, როგორ სიცხის დამწევი და ამოსახველებელი საშუალებით, მკურნალობენ ინფექციურ და ვირუსულ დაავადებებს.
რადგანაც ტყემლის შემადგენლობაში ამიგდალინის მჟავა შედის, მისი გამოყენება შეიძლება ბრონქული ასთმის შეტევის დროს.
ტყემლის მიღება არარეკომენდებულია:
ინდივიდუალური აუტანლობის დროს, კუჭის წვენის გაზრდილი მჟავიანობის, გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს.
ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>
ტყემლის კურკაში არის მავნე ნივთიერებები, რამაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.
ტყემლის ნაყოფი ადამიანმა ზომიერი რაოდენობით უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კუჭის აშლილობა გამოიწვიოს.