ყვითელი ამბები

„ტვინი გადამეწვა...“ - ქეთა თოფურიას აღიარება

მომღერალმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა.
Sputnik
ჯგუფ A'Studio-ს სოლისტი, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ამბობს, რომ ბოლო დროს სიმღერების ტექსტი ხშირად ავიწყდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.
ქეთა ამბობს, რომ ამ ეტაპზე აქტიურად არის დაკავებული შვილების აღზრდით.

„ხშირად ვუყურებ საბავშვო გადაცემებს ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად, ვუსმენ საბავშვო სიმღერებს, ტვინი გადამეწვა და მივხვდი, რატომ მავიწყდება ტექსტები ჩემი სიმღერებიდან“, – ამბობს ქეთა თოფურია.

მომღერალს ორი შვილი ჰყავს – პირველი ქორწინებიდან ოლივია გეიხმანი, რომელმაც პირველი კლასი დახურა, და ერთი წლის ადამი, ბიზნესმენ ლევ დენგოვთან ქორწინებაში.