ყვითელი ამბები

იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო ბედნიერი გახადოთ - ნუცა ბუზალაძის რჩევები

მომღერალი სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურია.
Sputnik
მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც კარიერას და ცხოვრებას დუბაიში აგრძელებს, სოციალურ ქსელში ბედნიერი ცხოვრებისთვის რჩევებს გვიზიარებს.

„რჩევები ჩემგან იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი გახადოთ. 7-8 საათი ძილი. გარშემო გყავდეთ მხოლოდ კარგი და პოზიტიური ადამიანები, ზედმეტი ნეგატიური ინფორმაციისგან დაიცავით თავი. ივარჯიშეთ რეგულარულად. გააკეთეთ ყოველდღე რაიმე ისეთი, რაც გაგზრდით და შეგმატებთ გამოცდილებას. ყოველთვის კარგი იფიქრეთ სხვებზე“, – წერს ნუცა.