ხართ თუ არა სანდო და საიმედო ადამიანი? - ფსიქოლოგიური ტესტი

აღნიშნული ტესტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, ხართ თუ არა საიმედო ადამიანი და უნდა გენდობოდნენ თუ არა ირგვლივ მყოფები.
Sputnik
უპასუხეთ შეკითხვებს დადებითად ან უარყოფითად — „კი“ ან „არა“.
1.
სკოლაში კარგი მოსწავლე იყავით?
2.
დარწმუნებული ხართ, რომ ცხოვრებისეულ სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებისთვის?
3.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ ზნეობრივი ნორმების არსებობა — ეს გადაჭარბებაა?
4.
ეჩვევით თუ არა წვრილმან ნივთებს?
5.
მშობლები მკაცრები და მომთხოვნები იყვნენ თქვენ მიმართ?
6.
მიგაჩნიათ თუ არა, რომ ადამიანმა წარმატებას აუცილებლად შრომითა და წვალებით უნდა მიაღწიოს?
7.
საკუთარ თავს პრინციპულ ადამიანად მიიჩნევთ?
8.
იოლად კარგავთ კონტროლს?
9.
ხშირად გეუფლებათ თუ არა დღევანდელი დღით ცხოვრების სურვილი, ისე, რომ ხვალინდელზე არ იზრუნოთ?
10.
პუნქტუალური ხართ?
11.
შეგიძლიათ თუ არა მიზნის მისაღწევად მსხვერპლზე წახვიდეთ?
12.
ვთქვათ, ნაცნობს დაჰპირდით, რომ რაღაც მძიმე საქმის შესრულებაში დაეხმარებოდით, მაგრამ ავად გახდით. როგორ მოიქცევით:
ა) დაურეკავთ და ბოდიშს მოუხდით, რომ ვერ ეხმარებით;
ბ) ჩათვლით, რომ ავადმყოფობა პირობისგან გათავისუფლებთ;
გ) ვინმე სხვას სთხოვთ, რომ შეგენაცვლოთ და თქვენ მაგივრად დაეხმაროს ნაცნობს.
13.
მეგობარმა პირადი საიდუმლო გაგანდოთ, თანაც ისეთი, რასაც თქვენ უარყოფითად აფასებთ. როგორ მოიქცევით:
ა) შეეცდებით დაარწმუნოთ ის, რომ ცუდად იქცევა და დაეხმარებით მას პრობლემის გადაჭრაში;
ბ) საერთოდ არ გექნებათ რეაქცია;
გ) საიდუმლოს სხვა სანდო პირებს გაუზიარებთ იმ იმედით, რომ ისინი მაინც მოახდენენ ზეგავლენას თქვენს მეგობარზე.
14.
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი მიგაჩნიათ ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლად?
ა) სილამაზე;
ბ) ლოიალობა და გაწონასწორებულობა;
გ) ქცევის დახვეწილი მანერები.

დაითვალეთ ქულები

დაიწერეთ 5 ქულა დადებითი პასუხებისთვის 1-ლ, მე-3, მე-5, მე-6, მე-9, მე-10 და მე-11 კითხვებზე.
დაიწერეთ 5 ქულა უარყოფითი პასუხებისთვის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 კითხვებზე.
დაიწერეთ 5 ქულა მე-12 და მე-13 კითხვებზე გაცემული „ა“ პასუხისთვის.
დაიწერეთ 5 ქულა მე-14 კითხვაზე გაცემული „ბ“ პასუხისთვის

შედეგები

70-75 ქულა: თქვენი ნდობა შეიძლება. საიმედოობა — ეს თქვენი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია. საკუთარი თავისგანაც ამას მოითხოვთ და სხვებისგანაც. ხანდახან გადაჭარბებულად კატეგორიულადაც კი. თქვენი გულდასმით მუშაობის, ცხოვრების მოწესრიგების, ნებისმიერ მოქმედებამდე კარგად დაფიქრების უნარმა შესაძლოა მხოლოდ კი არ აღაფრთოვანოს ადამიანები, არამედ შიში და შურიც კი გამოიწვიოს მათში.
69-50 ქულა: ბობოქარი გრძნობები თქვენს გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. თქვენ შეგიძლიათ და კიდეც იღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. თუმცა თავადვე აცნობიერებთ, რომ ესოდენ „საიმედო“ ადამიანად ყოფნა არც ისე მარტივი საქმეა.
49-25 ქულა: საერთო ჯამში, მოგწონთ, როდესაც მიცემულ სიტყვას ასრულებთ. პრინციპში, თუ მეგობარს რამეში დასჭირდით, შეუძლია გენდოთ, მაგრამ იყოთ საიმედო, არ არის ის მიზანი, რომლისკენაც დაუღლელად ისწრაფვით. მეგობრებსა და ახლობლებს ხასიათის გამო უყვარხართ და თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებთ. შესაძლოა, რაღაც წვრილმანი საქმე დაგავიწყდეთ, მატარებელზე დაგაგვიანდეთ, ან რამე საქმე დროულად ვერ გააკეთოთ, მაგრამ თქვენ შეგწევთ უნარი, გამოასწოროთ ეს ყველაფერი.
24-0 ქულა: თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ირგვლივ მყოფები საიმედო ადამიანად მიგიჩნევდნენ, მაგრამ ცხოვრება ისე გეწყობათ, რომ ხშირად გიჭირთ მიცემული სიტყვისა თუ დანაპირების ასრულება. გარემოცვა ხშირად არ აღგიქვამთ სერიოზულ ადამიანად. არცთუ იშვიათად იქცევით წინდაუხედავად, რასაც მერე ნანობთ. ფანტაზიებში ცხოვრობთ, დღევანდელი დღით. გაღიზიანებთ პედანტი და „წარმოსახვის არმქონე“ ადამიანები. ოცნებობთ იყოთ პუნქტუალური, მაგრამ... და ამის გამო ხშირად გაქვთ უსიამოვნებები ახლობლებთანაც და სამსახურშიც.