დღეს 2022 წლის 23 მაისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღის დასაწყისი კარგი დროა იმ საქმეების შესასრულებლად, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს. მოგვიანებით შეგიძლიათ ჩვეულ, რუტინულ სამუშაოზე გადასვლა. მოუსმინეთ ინტუიციას, ის დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვაში.
ვერძი: მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის. დიდი ალბათობით, გეგმას ვერ მიჰყვებით და მოგიწევთ იმპროვიზირება. გადაულახავი სირთულეები არ გაჩნდება. დღის მეორე ნახევარში გაგიჭირდებათ რთული და დამღლელი საქმეების გაკეთება, ამიტომ ეს დრო დასვენებასა და ძალების აღდგენას დაუთმეთ.
კურო: ხელსაყრელი დღეა. იმოაქმედეთ მტკიცედ და დრო უქმად არ დაკარგოთ. დღის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა საქმიანი თანამშრომლობის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის. შეიძლება შოპინგი. დღის მეორე ნახევარი კი საოჯახო ღონისძიებებს, ნათესავებთან შეხვედრებს დაუთმეთ.
ტყუპი: დილა საქმიანი თვალსაზრისით არცთუ ხელსაყრელი დროა. სანამ სერიოზულ საქმეს მოკიდებთ ხელს, ყველაფერი დეტალურად გათვალეთ. მოგვიანებით პროდუქტიული პერიოდი დადგება. საღამო სასიამოვნო შეხვედრას გპირდებათ. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.
კირჩხიბი: არ გადადოთ რთული საქმეები – მათ გასაკეთებლად დღის პირველი ნახევარი საუკეთესო დროა. არაა გამორიცხული ახალი წინადადების მიღება სამუშაოს შესახებ. დღის მეორე ნახევარი მშფოთვარედ ჩაივლის, ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ საღამოს შეძლებთ დასვენებას და ძალის აღდგენას.
ლომი: სავარაუდოდ, მღელვარებას თავს ვერ აარიდებთ, მაგრამ ემოციებთან გამკლავებაში საინტერესო საქმეების დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ – დიდია ალბათობა, რომ სასურველი რეალობად აღიქვათ.
ქალწული: დილით შესაძლოა, რამე გეგმის მიხედვით არ აეწყოს, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება, თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს დაინახავთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა პირადი ურთიერთობებისთვის, მეგობრებთან შესახვედრად.
სასწორი: განეწყვეთ მეგობრულად ირგვლივ მყოფების მიმართ. დილით გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან, მაგრამ თუ წვრილმანებს არ აჰყვებით, მოახერხებთ მათთან იოლად კონტაქტს. სერიოზული საკითხები მარტომ გადაწყვიტეთ – დღეს სხვისი რჩევები ნაკლებად წაგადგებათ.
მორიელი: დილა ახალი საქმეების დასაწყებად კარგი დროა. დაგეხმარებიან გარშემომყოფები. ენდეთ ძველ ნაცნობებს, ახლებთან კი სიფრთხილე გამოიჩინეთ. დღის მეორე ნახევარში პრიორიტეტებში შეიძლება რაღაც საოჯახო საქმეები აღმოჩნდეს. არაა გამორიცხული დაუგეგმავი ხარჯები.
მშვილდოსანი: დილით სერიოზული საქმეების დაგეგმვა არ ღირს, რადგან გაგიჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია. ამ დროს უპრიანი იქნება უკვე დაწყებული მარტივი საქმეების გაკეთება. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ, ასევე სიახლეებს, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ.
თხის რქა: მარტივი არა, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. კარგ რჩევებს მოგცემენ ძველი ნაცნობები. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები პირად ურთიერთობებში. უთანხმოებებს ბოლო მოეღება. უფრო კარგად გაუგებთ ახლობლებს.
მერწყული: დღის თუ ფუჭად არ დაკარგავთ, ბევრს მოასწრებთ. შესაძლებელია კარგი სიახლის გაგბა, საინტერესო წინადადების მიღება სამუშაოსთან დაკავშირებით. საქმიანი მოლაპარაკებები შუადღისთვის დაგეგმეთ. საღამო ნებისმიერი საქმისთვის გამოდგება, განსაკუთრებით იმის, სადაც ფანტაზიაა საჭირო.
თევზები: საინტერესო და მოვლენებით აღსავსე დღე გელოდებათ. გექნებათ ძველი კავშირების გამტკიცებისა და ახალი ნაცნობობის გაბმის შესაძლებლობა. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. შესანიშნავად გაუმკლავდებით ფინანსური საკითხების გადაწყვეტას.