დიდუბეში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე ავტობუსის გაჩერებასთან დაჭრა

ამ დროისათვის მომხდარ ფაქტზე სხვა დეტალები უცნობია.
Sputnik
თბილისი, 23 მაისი — Sputnik. თბილისში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დიდუბის რაიონში ცოტა ხნის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი უკვე დაკავებულია.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით აღიძრა, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.