ქართველმა პარამოფარიკავე ქალებმა ტაილანდში ოქროს მედალი მოიპოვეს

მანამდე ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
Sputnik
თბილისი, 22 მაისი — Sputnik. ქართველ ეტლით პარამოფარიკავე ქალთა ნაკრებმა ტაილანდის მსოფლიო თასის გუნდურ ეტაპში გაიმარჯვა. იუწყება საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრესსამსახური.
ქართველმა სპორტსმენებმა ხმლით ფარიკაობაში ფინალურ შეხვედრაში იტალიის ნაკრებს შანსი არ დაუტოვეს. დაპირისპირება ანგარიშით 45:34 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდნენ ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი.
მანამდე ტურნირზე ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირმა ხეცურიანმა გუშინ ვერცხლის მედალი დაიმსახურა.