მთაწმინდის პარკში ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება

დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ პარკში ბავშვებს და მათ მშობლებს საინტერესო ღონისძიებები ელოდებათ
Sputnik
თბილისი, 22 მაისი – Sputnik. 1 ივნისს მთაწმინდის პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
„1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მთაწმინდის პარკი ყოველთვის განსაკუთრებულად, გრანდიოზულად აღნიშნავს“, - წერენ ორგანიზატორები.
მთაწმინდის პარკში
12:00-დან 20:00 საათამდე სტუმრებს პარკში მრავალფეროვანი ღონისძიებები ელოდება.
ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სახალისო გასართობი პროგრამა, კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, მხიარული თამაშები. გარდა ამისა, გაიმართება პრიზების გათამაშებები.