თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
შემთხვევა დღეს, გურიის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მოზარდს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ის გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მოზარდი კლინიკაში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებით მოათავსეს. მას ყველა შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა, მაგრამ მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო - „რუსთავი 2“.