საქართველოში ორ საათში ორი მიწისძვრა მოხდა

ბიძგები ჯერ ბორჯომში, შემდეგ კი დედოფლისწყაროში დაფიქსირდა
Sputnik
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. თბილისის დროით 08:42 საათზე დედოფლისწყაროდან სამხრეთ-დასავლეთით 14 კილომეტრში, სოფელ ლენინოვკასთან 3,3 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ეპიცენტრი 43 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
მანამდე კი, 06:12 საათზე ქალაქი ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 9კილომეტრში, სოფელ ანდეზიტთან 3,6 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.