მსოფლიო დღეს

ვისკონსინის შტატში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა

მამაკაცი პოლიციას ჩაბარდა
Sputnik
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ მამაკაცს ვისკონსინის შტატის ქალაქ ეპლტონის (Appleton, აშშ) ერთ-ერთ ეკლესიაში რამდენიმე საათის განმავლობაში მრევლი მძევლებად ჰყავდა აყვანილი, წერს გამოცემა wbay.
გამოცემის ინფორმაციით, ხუთშაბათს დილით ტაძარში უცნობი მამაკაცი შევიდა, რის შემდეგაც მრევლს იარაღი დაუმიზნა და შენობის სახურავზე ავიდა. მან იქ რამდენიმე საათი გაატარა და პოლიციის მისვლამდე რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში განახორციელა.
სამართალდამცველებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს განცხადება, სადაც მიუთითეს, რომ ეკლესიაში „ინციდენტია“ და მოუწოდეს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ აღნიშნულ რაიონში გადაადგილებისგან.
დადასტურებული ინფორმაციით, პოლიციამ 33 წლის მამაკაცი მოლაპარაკებებზე დაითანხმა. დიალოგის შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. წინასწარი მონაცემებით, ეკლესიაში რამდენიმე ათეული ადამიანი იმყოფებოდა.
ინფორმაცია მრევლში შესაძლო მსხვერპლისა ან დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.
პოლიციაში განაცხადეს, რომ მამაკაცი, რომელსაც „ცუდი დღე ჰქონდა“, აუტაგამის ოლქის ციხეში გადაიყვანეს.
წყარო - wbay.com