ყვითელი ამბები

„როდესაც შენს პრინცს გავიწყებს“ - კეიტ მიდლტონის და ტომ კრუზის ფოტოებს განიხილავენ

Sputnik
2022 წლის კანის კინოფესტივალზე „საუკეთესო მსროლელი: მავერიკი“ აჩვენეს, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელი ტომ კრუზია. კრუზმა კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო დაიმსახურა.
აღნიშნული ფილმის პრემიერაზე სამეფო ოჯახიც იყო მიწვეული. წითელ ხალიჩაზე ჰერცოგინია კეიტ მიდლტონმა ყველა დაჩრდილა. ბუნებრივია, მას მხარს პრინცი უილიამი უმშვენებდა, თუმცა მათი ოჯახური იდილია ტომ კრუზმა „დაარღვია“. მან კეიტს ხელი გაუწოდა და წითელ ხალიჩაზე კიბეზე ასვლაში დაეხმარა. მოგვიანებით პაპარაცებმა კეიტი და ტომი მხიარული საუბრის დროს დააფიქსირეს.
ფოტოებმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია: „როდესაც ტომ კრუზი შენს პრინცს გავიწყებს“, „ჰერცოგინია და საუკეთესო მსროლელი“, „როგორ შესციცინებს თვალებში“, – წერენ კომენტარებში.
რაც შეეხება მიდლტონის ჩაცმულობას. ჰერცოგინიას Roland Mouret-ის მხრებზე გადასული კაბა ამშვენებდა. დახვეწილ „ლუქს“ კეიტმა Robinson Pelham-ის ბრილიანტის საყურე შეუხამა.