ყვითელი ამბები

„ძალიან ბედნიერი იყო“ - მიხეილ სააკაშვილი სოფო ნიჟარაძემ და ელის-მარიამ მოინახულეს

ელის-მარია სააკაშვილი სოფო ნიჟარაძის და მიხეილ სააკაშვილის შვილია.
Sputnik
მომღერალი სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ვივამედში“ იმყოფებოდა მათ საერთო შვილთან ელის-მარიასთან ერთად.

„მოვინახულეთ მიშა, მთელი ეს პერიოდი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, აჩვენა როგორ მღერის, დათვალა. ის ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა“, – განაცხადა სოფო ნიჟარაძემ კლინიკის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან.

სოფო ნიჟარაძემ ელის-მარია სააკაშვილი ამერიკაში გააჩინა და მასთან ერთად საქართველოში გასული წლის ოქტომბერში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.