ყვითელი ამბები

სალომე ღვინიაშვილის გრანდიოზული დაბადების დღე ქალაქგარეთ - ნახეთ ვინ ესწრებოდა საღამოს

სალომე ღვინიაშვილმა დაბადების დღის ამსახველი ვიდეო და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
Sputnik
სალომე ღვინიაშვილმა 18 მაისს, საკუთარ იუბილეზე ოჯახის წევრები და მეგობრები „შატო დევერეში“ შეკრიბა.
დაბადების დღისთვის მოდელმა და ტელეწამყვანმა სრულიად შავი ფერის სამოსი შეარჩია, ღრმა დეკოლტე და პიჯაკი და შარვალი, უკან გადაწეული ვარცხნილობა სალომეს მშვენიერებას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.
იუბილარი საკუთარ დღეობაზე ყველაზე აქტიური იყო და ძალიან კარგად მოილხინა დიჯეის ჰანგების ქვეშ. მას ტორტი მეუღლემ, ყოფილმა ფეხბურთელმა ზურა ხიზანიშვილმა მიართვა. სალომეს დაბადების დღეს უამრავი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.