როდის გამოიდარებს საქართველოში? სინოპტიკოსების პროგნოზი

მეტეოროლოგების პროგნოზით, თბილი და უნალექო ამინდი 23 მაისამდე გაგრძელდება.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მაისიდან გამოიდარებს, ქარი ჩადგება და შედარებით დათბება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა პლუს 24-29 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი შეიცვლება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისში ხვალიდან გამოიდარებს და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა პლუს 20-22 გრადუსია ნავარაუდევი. 22 მაისს ჰაერი 25-27 გრადუსამდე გათბება. თუმცა, 23 მაისის დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.