ყვითელი ამბები

„აღარ მინდა ცხენობა. მინდა ვიყო ცოლი...“ - რამ შეაწუხა ნინო ნადირაძე?

ნინო ნადირაძემ ჯაჯანიძის გადაცემაში გულახდილად ისაუბრა.
Sputnik
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ ბებიობამ ძალიან შეცვალა. როგორც ნადირაძემ გია ჯაჯანიძის გადაცემაში აღნიშნა, არ ეგონა ასეთი თავგადაკლული თუ იქნებოდა.
ყვითელი ამბები
ბაია კუზანოვას ბიჭუნა უსაყვარლესია – ნინო ნადირაძე შვილიშვილის ფოტოს აქვეყნებს

„პირველივე წამიდან, როცა გაჩნდა, არ დამიტოვებია. ყოველ დილით, როდესაც ვდგები და კლინიკაში მივდივარ, მივდივარ იმ აზრით, რომ დღეს არის ბოლო დღე, როდესაც სამსახურში გავდივარ. მზად ვარ დავტოვო ყველაფერი, დავჯდე სახლში და ვიხარო იმ ბედნიერებით, რაც ნიშნავს პატარა ადამიანის გაზრდას. შვიდი თვეა ამაზე რეგულარულად ვლაპარაკობ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს გავაკეთო. რაც თავი მახსოვს, სულ ვმუშაობ და ვარ ცხენი და აღარ მინდა ცხენობა. მინდა ვიყო ცოლი, რომელიც დახვდება სახლში მოსულ მეუღლეს დასვენებული და გაღიმებული და არა ისეთი, როგორიც მე მივდივარ, ჩაცმული წამოწოლილი“, – ამბობს ნინო ნადირაძე.

მისი თქმით, უნდა, რომ რაც ისწავლა და გამოცდილება მიიღო, ყველაფერი შვილიშვილს გადასცეს.

„გამაახალგაზრდავა. თავი მისი დედა მგონია. გამაკეთილშობილა და კარგისკენ წაიყვანა ჩემი ხასიათი და მსოფლმხედველობა. არის ჩემი შვილიშვილი და ყველაფერი დანარჩენი შემდეგ“, – ამბობს ექიმი.