ანსამბლი „ერისიონი“ ახალ გრანდიოზულ შოუს წარმოადგენს

წარმოდგენაში ჩართული იქნება ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური დადგმები, რომლებზეც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი და მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი მუშაობდნენ.
Sputnik
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი" 4-5 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) წარმოადგენს განახლებულ შოუ-პროგრამას „ქართული ლეგენდა“.
„ქართული ლეგენდა“ მაყურებლისთვის ცნობილი პროგრამაა, რომელმაც 2002-2007 წლებში მსოფლიოში ფურორი მოახდინა.
შოუს დადგმასა და მსოფლიოში მის პოპულარიზაციაში დიდი როლი შეასრულეს ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ, რომელთა ხსოვნის პატივსაცემადაც შეიქმნა ახალი შოუ-პროგრამა.
"ერისიონის" სარეპეტიციო დარბაზი
პროგრამის განახლებაზე იმუშავეს ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმადინ ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა.
ანსამბლი „ერისიონი" 1885 წელს დაფუძნდა. ამჟამად ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მსოფლიო პროექტია „ეთნოს" სტილში.
ანსამბლში ასზე მეტი ნიჭიერი არტისტი არა მხოლოდ დახვეწილი აკრობატული ელემენტების გამოყენებით ცეკვავს, არამედ მღერიან პოლიფონიურ სიმღერებს უნიკალური ქართული ტრადიციების გამოყენებით. გარდა ამისა, მსოფლიოში „ერისიონის“ არტისტები იმ მცირერიცხოვანთა რიცხვში არიან, რომლებიც დაეუფლნენ „პოპ-პოინტის“ ტექნიკას – ცეკვის ხელოვნებას რბილი ტყავის ბალეტის ფეხსაცმელში.