26 მაისთან დაკავშირებით საქართველოში დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

Sputnik
თბილისი, 20 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით ოთხი რეისი დანიშნა.
საქართველოში დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები, თბილისის გარდა, დაგეგმილია მესტიასა და ამბროლაურში. როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აღნიშნეს, დამატებით რეისებზე მოთხოვნა მგზავრთნაკადის მატების გამო გაიზარდა.
უწყების ცნობით, ხუთშაბათს, 26 მაისს არსებულ რეგულარულ რეისებს თითოეული მიმართულებით თითო რეისი დაემატება:
ნატახტარი–მესტია: 13:30
მესტია–ნატახტარი: 15:15
ნატახტარი–ამბროლაური: 16:30
ამბროლაური–ნატახტარი: 17:45.
ნატახტარი–მესტიის მიმართულებით ბილეთის ფასი 90 ლარი, ხოლო ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულებით 50 ლარი იქნება. 3 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ვებ-გვერდზე.