დედაქალაქის მერი კახა კალაძე აპირებს, რომ თბილისი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ ქალაქად იქცეს, ამის შესახებ ის თითქმის ყოველ სხდომაზე საუბრობს.
თბილისის მერი მიზნის მიღწევას პარკებისა და სკვერების გარემონტებითა და ახალი რეკრეაციული ზონების შექმნით გეგმავს. თბილისში უკვე განახლდა არაერთი პარკი, თუმცა საზოგადოება მეტ მწვანე სივრცეს მოითხოვს.