ყვითელი ამბები

შარლიზ თერონის მარტოობა დასრულდა - მსახიობი კიმ კარდაშიანის ყოფილ შეყვარებულს ხვდება?

შარლიზ თერონთან დაკავშირებით მედია არაერთ ინფორმაციას ავრცელებს.
Sputnik
გამოცემა Us Weekly-ის ცნობით, 46 წლის შარლიზ თერონის მარტოობა დასრულდა, ის კანადელ მოდელს, 45 წლის გაბრიელ ობრის ხვდება. მათი ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს იწერებოდა, თუმცა მაშინ ობრიმ შარლიზთან სასიყვარულო ურთიერთობა უარყო და განაცხადა, რომ მას მხოლოდ ერთხელ შეხვდა, რადგან მისი და თერონის შვილები ერთ სკოლაში დადიან.

„ჩვენ სამი წამით შევხვდით ერთმანეთს, უბრალოდ მივესალმე, ჩვენი შვილები ერთ სკოლაში სწავლობენ“, – განაცხადა ობრიმ.

ინსაიდერების ინფორმაციით, ჯერჯერობით სერიოზული არაფერია, თუმცა ისინი ერთმანეთს ხვდებიან და ამ ურთიერთობით ტკბებიან.
კანადელი მოდელი მსახიობ ჰოლი ბერის ყოფილი პარტნიორია, მას მსახიობთან საერთო ქალიშვილი ჰყავს. ობრი 2010 წელს ასევე ხვდებოდა რეალითი შოუს ვარსკვლავს და მოდელ კიმ კარდაშიანსაც.