ჩეხეთმა საქართველოს შშმ პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა

პროექტი ჩეხეთის კარიტასის მიერ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
Sputnik
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოში დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი გრძელდება; ამ მიზნით ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ჩეხეთმა საქართველოს შშმ პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა
უწყების ცნობით, მცირე ზომის საოჯახო სახლებში დუშეთისა და მარტყოფის დიდ პანსიონატებში მცხოვრები ბენეფიციართა ნაწილი გადავა.
ჩეხეთმა საქართველოს შშმ პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა

„ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა მცირე საოჯახო ტიპის სახლები დაათვალიერეს, შემდეგ კი მხარეებს შორის დონაციის აქტი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ მოაწერეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჩეხეთმა საქართველოს შშმ პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი – „გზა შინისაკენ: ზრდასრულთა ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარება საქართველოში“ დიდი ზომის პანსიონატების ბენეფიციარებისთვის დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობასა და მათთვის თემზე დაფუძნებული სერვისების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.
ჩეხეთმა საქართველოს შშმ პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინიციატივით ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ჩეხეთის კარიტასმა შეიმუშავა დეინსტიტუციონალიზაციისათვის საჭირო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ჩეხეთის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში შექმნილი მცირე საოჯახო ტიპის სახლები იქნება ერთგვარი მოდელი, თუ რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ადამიანებს, რომელთაც სახელმწიფო ზრუნვაში უწევთ გადასვლა.