ყვითელი ამბები

პრინც ჰარის ყოფილი შეყვარებული დაქორწინდა და ვაჟი შეეძინა

ჩელსი დევის და პრინც ჰარის რომანი შვიდი წელი გაგრძელდა, მაგრამ გოგონას არ სურდა სამეფო ოჯახის წევრი გამხდარიყო და არ სურდა კამერების ყურადღების ქვეშ ცხოვრება.
Sputnik
ცნობილი გახდა, რომ ჩელსიმ ცოტა ხნის წინ იქორწინა სასტუმროების ქსელ Bijou Collection-ის დირექტორზე სემ კატმორ-სკოტზე. მამაკაცი 37 წლისაა და ჰარიზე ერთი წლით უფროსია. ის ასევე ჰოლივუდის მსახიობის ჯეკ კატმორ-სკოტის ძმაა, იტყობინება Daily Mail.
პრინცი ჰარის ყოფილი მეგობარი გოგონები - ოცამდე რომანი ცნობილ ქალებთან
ჩელსი და სემი ერთად ცხოვრობენ ჩისვიკში, დასავლეთ ლონდონში. წყვილი საგულდაგულოდ მალავდა რომანს საზოგადოებისგან. 2022 წლის მარტში წყვილს ვაჟი შეეძინა, რაც ასევე მოულოდნელი იყო საზოგადოებისთვის, რადგან დევის ორსულობის შესახებ თითქმის არავინ იცოდა.
ჩელსი საიუველირო ბიზნესშია და ცდილობს დაიცვას თავისი ოჯახი პრესისა და კამერებისგან. როდესაც ეკითხებიან პრინც ჰარის შესახებ, ქალი ყოველ ჯერზე ამბობს, რომ პრესა მას ძალიან ავიწროვებს და არ ასვენებს მის ოჯახს, მაგრამ თვითონ მიდის ჟურნალისტებთან და დეტალებს უყვება, თუ როგორ ცუდად ცხოვრობდა სამეფო ოჯახში.