ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გვარამიას მხარდამჭერი აქცია გამართეს - ფოტო

თბილისში „მთავარი არხის“ და მისი დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა. გვარამია თბილისის სასამართლოს გადაწყვეტლებით დააკავეს და პატიმრობა შეუფარდეს
Sputnik
საპროტესტო აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის ჟურნალისტები და მედიასაშუალებების რედაქტორები, ასევე საზოგადო მოღვაწეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები.
1 / 12

მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

2 / 12

და მსვლელობა გამართეს რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე

3 / 12

ამ დროს რუსთაველზე და მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო

4 / 12

ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქციაზე ათასობით ადამიანი

5 / 12

მათ ხელში ეჭირათ ფაიერები და ტრანსფარანტები

6 / 12

ასე მივიდნენ დემონსტრანტები პარლამენტის შენობასთან

7 / 12

სადაც მიტინგი გამართეს

8 / 12

აქტივისტებმა პარლამენტთან მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანაც მოითხოვეს

9 / 12

თუმცა აქცია ამით არ დასრულებულა

10 / 12

პროტესტანტებმა შემდეგ მსვლელობა გამართეს მთავრობის კანცელარიისკენ

11 / 12

სადაც ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს გვარამიას გათავისუფლებისკენ

12 / 12

ცოტა ხნის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო ტელეარხ „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ ძალაუფლების გადამეტებაში, რომლის გენდირექტორიც გვარამია 2019 წლიდან იყო. მას ბრალად ედება 6,8 მილიონი ლარის მითვისება, რის გამოც 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა