თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის რაიონი
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწიულობრივ), ვაზისუბნის I, II, IIა, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის III მიკრორაიონის I, II კვარტლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, თამარ ღვალაძის, გიორგი დეკანოზიშვილი, ზურაბ პატარიძის, ჯუმბერ ლეჟავას და წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბრამიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის, ხორნაბუჯის და თიანეთის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 ზედა პლატოს (ნაწილობრივ), რომანოზ ხომლელის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის, ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის და პეტრე სურგულაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ოთხი ათასი მესხის, მიცკევიჩის, ცაგარელის, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, ლუბლიანას, ბოხუას, ჭიაურელის და გიორგი ტერევერკოს ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), აბასთუმანის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.