ყვითელი ამბები

„ზოგს უყვარს ექსტრიმი სექსის დროს... მე საწოლში მირჩევნია“ - სტეფანე მღებრიშვილი

სტეფანე მღებრიშვილი პირად ცხოვრებაზე საუბრობს.
Sputnik
სტეფანე მღებრიშვილი ტელეკომპანია „ფორმულის“ დილის გადაცემის კითხვებს პასუხობს, რომელიც ჟურნალისტმა სპეციალურად ბლიც-ინტერვიუსთვის სტეფანეს შემოქმედების თაყვანისმცემლებისგან შეაგროვა.

კითხვაზე, „სექსი პლაჟზე თუ საწოლში“, მომღერალი ასე პასუხობს: „ეს უკვე გემოვნების საკითხია. არსებობს კერძო გემოვნება, ზოგს უყვარს ექსტრიმი სექსის დროს, ზოგს უყვარს საწოლში. მე თუ მეკითხებიან, უფრო მეტად საწოლში მირჩევნია“.

სტეფანე პასუხობს შეკითხვებს, რამდენი პროცენტით არის ყალბი ტელეეკრანზე, როდის აქვს სიმძიმეები ხასიათში და უღალატია თუ არა საყვარელი ადამიანისთვის, ან თავად თუ გამხდარა ღალატის ობიექტი.