როგორ აღნიშნეს საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე - ფოტო

ოჯახის სიწმინდის დღეს, 17 მაისს ქუჩაში ასობით მორწმუნე ადამიანი გამოვიდა.
Sputnik
მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად ქაშუეთთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი მსვლელობით სიონის ტაძრისკენ გაემართნენ. მორწმუნეები მიასვენებდნენ ხატებს და ლოცულობდნენ. მასობრივი აქციის დროს წესრიგს პოლიციის ძალები უზრუნველყოფდნენ.
1 / 12

მსვლელობის მონაწილეები 17 მაისს დილიდან ქაშუეთთან შეიკრიბნენ

2 / 12

ტრადიციული ფასეულობებისა და ოჯახის სიწმინდის დღეს აქციაზე მონაწილეების ნაწილი ეროვნული სამოსით მივიდა

3 / 12

მათ ქაშუეთიდან მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირზე

4 / 12

მსვლელობის დროს აქციის მონაწილეებს ქუჩებში ეგებებოდნენ თანამოაზრეები

5 / 12

ასე ჩაიარა აქციამ ქალაქის ცენტრში

6 / 12

მასში სხვადასხვა ასაკის ადამიანები მონაწილეობდნენ

7 / 12

მსვლელობის მონაწილეები მიასვენებდნენ ხატებს

8 / 12

დღესასწაული ასობით ადამიანმა აღნიშნა

9 / 12

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოს საპატრიარქომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საწინააღმდეგოდ დააწესა

10 / 12

2013 წლის 17 მაისს ქალაქის ცენტრში სასულიერო პირები და მათი მრევლი ლგბტ-პრაიდის ჩატარების მსურველებს დაუპირისპირდნენ, სადაც 28 ადამიანი დაშავდა

11 / 12

ამის შემდეგ კონფლიქტების აღსაკვეთად ამ დღეს საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღესასწაული დააწესა

12 / 12

ახლა ყოველი წლის 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება