მსოფლიო დღეს

ერევანში 300-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით აქციები 25 აპრილიდან იმართება.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ერევანში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაახლოებით 300 ადამიანი დააკავეს.
ქალაქის მასშტაბით დღეს ოპოზიცია მორიგ მასობრივ საპროტესტო აქციას ატარებს. აქციის მონაწილეები ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზებას, აუცილებლობის შემთხვევაში კი სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას გეგმავენ, იუწყება РИА Новости.

„ამ დროის მონაცემებით, პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილია 277 ადამიანი“, – განაცხადა სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელმა.

მანამდე 73 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით აქციები 25 აპრილიდან იმართება. საპროტესტო აქტივობის ტალღა გამოიწვია ფაშინიანის რამდენიმე რეზონანსულმა განცხადებამ ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის შესახებ.
ოპოზიცია ფაშინიანს „ყარაბაღის დათმობაში" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა ქვეყანას ემუქრება „არა მხოლოდ ახალი დათმობებით, არამედ სახელმწიფოებრიობის დაკარგვით“.