ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა

დამატებითი რეისები გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო დაინიშნა.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ 19 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
კერძოდ, 19-დან 31 მაისის ჩათვლით დამატებითი მატარებელი თბილისიდან 09:55 საათზე გავა და ბათუმში 15:49 საათზე ჩავა. ეს რეისი ბათუმიდან 19:55 საათზე გამოვა და თბილისში 01:48 საათზე ჩამოვა.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.