COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ აშშ-ში 1 მილიონს გადააჭარბა

სულ მსოფლიოში, 18 მაისის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 524,5 მილიონ ადამიანზე მეტია.
Sputnik
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ შეერთებულ შტატებში 1 მილიონს გადააჭარბა.
უნივერსიტეტი აჯამებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლებების, ასევე მასმედიისა და სხვა ღია წყაროების მონაცემებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაიცვალა 1.000.139 ადამიანი. ქვეყანაში ინფიცირების 82,7 მლნ შემთხვევა დაფიქსირდა.
ამირან გამყრელიძე: ჯანმომ შეიძლება პანდემია დასრულებულად გამოაცხადოს>>
ორივე მაჩვენებლით აშშ მსოფლიოს სხვა დანარჩენ ქვეყნებს უსწრებს.
უნივერსიტეტის 18 მაისის დილის მონაცემებით, სულ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 524,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა. COVID-19-სგან გარდაიცვალა 6,28 მლნ ადამიანი. ჩატარებულია ვაქცინაცია 11,4 მილიარდ დოზაზე მეტი.