თბილისის ცენტრში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა - ვიდეო

ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა და მათმა მხარდამჭერებმა ნიკა გვარამიას სოლიდარობის ნიშნად მსვლელობა გამართეს თბილისსა და ბათუმში
Sputnik
მსვლელობის მონაწილეებმა გადაკეტეს ცენტრალური ქუჩები. თბილისში მომიტინგეებმა მსვლლეობით ჩაიარეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტთან მივიდნენ. მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „სოლიდარობა მთავარ არხს“, „ხელისუფლება მედიასთან ბრძოლაში მარცხდება“ და „თავისუფლება ნიკა გვარამიას!“.
რამდენიმე დღის წინ სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ტელეკომპანია „რუსთავი 2-ისათვის“ ზარალის მიყენებაში, რომლის გენდირექტორიც 2019 წლის ივლისამდე ნიკა გვარამია იყო. ზარალი 6,8 მილიონ ლარს შეადგენს. გვარამიას სამი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.