თბილისი, 17 მაისი – Sputnik. რუსეთიდან საქართველოში საზღვრის გადმოკვეთაზე COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. რუსეთის ფედერაციის მთავრობის შესაბამისი ბრძანება სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე სამშაბათს გამოქვეყნდა.
ცვლილებები შევიდა რუსეთის მთავრობის 2020 წლის 27 მარტის ბრძანებაში, რომელიც დროებით ზღუდავდა მოძრაობას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გავლით საავტომობილო, სარკინიგზო, ქვეითთა გადასასვლელ, მდინარის და შერეულ გამშვებ პუნქტებზე, მაგრამ ასევე ადგენდა გამონაკლისების ჩამონათვალს.
დოკუმენტის მიხედვით, შემაკავებელი ზომები აღარ ვრცელდება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიან.
გარდა ამისა, რუსეთიდან გასვლა დაიშვა მთლიანობაში საზღვაო და საჰაერო გამშვებ პუნქტებზე.