ყვითელი ამბები

„ვიცოდი, ვინ იყო მამაჩემი...“ - რა აკავშირებს მარიამ სანოგოს მამასთან

Sputnik
მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო საფრანგეთში დაიბადა და საქართველოში დედასთან ერთად მცირეწლოვანი ჩამოვიდა. როგორც ამბობს, მისი ცხოვრების პირველივე წლებიდან საქართველოში ძალიან თბილად ექცეოდნენ და რასისტული ფონი არასდროს უგრძვნია.
მამისგან მოშორებით მცხოვრებს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ გასჩენია.

„რატომღაც ყველას ჰგონია, რომ მამაჩემის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. რეალურად, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ყოველთვის დიდი მანძილი გვაშორებდა, ვიცოდი, ვინ იყო მამაჩემი, ვიცოდი, რას წარმოადგენდა და პატივს ვცემდი. აგრესია არასდროს მქონია. ვისურვებდი, რომ რაღაცები სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ მის მიმართ წყენა ნამდვილად არ მაქვს“, – ამბობს ჟურნალ „თბილისელებთან“ მარიამი.

მისი თქმით, მამას შეეძლო რაღაცებში უფრო მეტად მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ცხოვრებაა, ყველაფერი ხდება, და უარესი მამებიც არსებობენ, უკეთესიც და მამას ძალიან ცუდი მამების სიაში ნამდვილად ვერ ჩაწერს.