ყვითელი ამბები

ჟერარ დეპარდიეს ქალიშვილმა ხუთი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა მამას არ ჰგავდეს - ფოტო

Sputnik
ჟიული დეპარდიე ცნობილი ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს ქალიშვილია. პროფესიით ჟიულიც მსახიობია. მისი წარმატებული კარიერა რეჟისორ ჟოზე დაიანის დამსახურებაა, რომელმაც გოგონა არაერთ როლზე დაამტკიცა.
ჟიულის ანგარიშზე უამრავი როლია, თუმცა საქვეყნო აღიარება მას მოუტანა ფილმმა „პატარა ლილი“, რომლისთვისაც მან „სეზარის“ პრემიაც მიიღო. დღეს ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს მამა-შვილის უცნაური ურთიერთობა. თავად ჟიული ამბობს, რომ საშინლად არ უყვარს მამა.
ბოლო ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ ხუთი პლასტიკური ოპერაციის გაკეთება მოუწია, რათა მამას არ დამსგავსებოდა. ჟიული ამბობს, რომ საოცრად არ მოსწონს მამის ცხოვრების სტილი, მას არ ეთანხმება გადაწყვეტილებებში და პრაქტიკულად არ კონტაქტობს მასთან.