მსოფლიო დღეს

ირანი: უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიზეზი ნატოს გაფართოება გახდა

Sputnik
თბილისი, 17 მაისი — Sputnik. ნატოს ბლოკის გაფართოება და დასავლური სამყაროს მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის მოსაზრებების იგნორირება გახდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიზეზი, განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საიდ ხატიბზადემ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იმის საფუძველი, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ – ექსპანსია (ნატოს) ან ევროპის რეალობების იგნორირება – ეს არის (დასავლეთის ქვეყნების მიერ) პოლიტიკური მოსაზრებების, რიგი ქვეყნების, განსაკუთრებით კი რუსეთის უსაფრთხოების მოსაზრებების და იმ შეთანხმებების იგნორირება, რომლებიც ათწლეულების წინ დაიდო“, – აღნიშნა ხატიბზადემ.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.
უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ დაწყების გამო შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეზღუდვები დააწესეს. სანქციები შეეხო ფინანსურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, ტექნოლოგიურ სფეროებსა და სავიზო პოლიტიკას.