ყვითელი ამბები

ელის-მარია სააკაშვილის ახალმა ფოტომ სოცქსელების მომხმარებლები მოხიბლა

სოფო ნიჟარაძე ქალიშვილის ახალ ფოტოებს ავრცელებს.
Sputnik
მომღერალ სოფო ნიჟარაძისა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გოგონა, რომელსაც ზაფხულში ორი წელი შეუსრულდება, საზოგადოებაში გამოჩენისთანავე მოექცა ყურადღების ცენტრში.
ცნობილი მშობლების შვილი პოპულარობით მათ არ ჩამოუვარდება. სოფო ნიჟარაძე, რომელმაც შვილი ჩუმად გააჩინა და დიდი ხანი მის სახეს საგულდაგულოდ მალავდა ფოტოებზე, ბოლო დროს ხშირად ავრცელებს ელის-მარიას ახალ ფოტოებს.
მომღერალი შვილთან ერთად საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.