COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ბოლო კვირის მონაცემები

შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელია 0,62%.
Sputnik
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოში ბოლო კვირაში (9–15 მაისი) კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1.656.568 შემთხვევა.
ბოლო კვირაში გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი (პანდემიის დასაწყისიდან 1.639.069).
კვირის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა ერთი პაციენტი, პანდემიის დასაწყისიდან – 16.822 ადამიანი.
ბოლო კვირაში ჩატარებულია 97.625 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86.222, PCR–ტესტით – 11.403.
ამ დროისათვის ქვეყანაში 651 აქტიური შემთხვევაა. ბოლო შვიდ დღეში დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 0,62%-ია.
კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ამგვარია:
თბილისი – 307
იმერეთი – 59
ქვემო ქართლი – 49
აჭარა – 42
გურია – 34
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 33
კახეთი – 29
შიდა ქართლი – 21
მცხეთა-მთიანეთი – 13
სამცხე-ჯავახეთი – 12
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.