ხმა მიეცი ლაშა ტალახაძეს - ქართველი გოლიათი ევროპის საუკეთესო ძალოსნის წოდებისთვის იბრძვის

კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის ტიტულის მოსაპოვებლად ტალახაძემ კონკურენტებზე მეტი ხმა უნდა მოაგროვოს.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ქართველი ძალოსანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ევროპის 2021 წლის საუკეთესო ძალოსნის წოდების ნომინანტების სიაშია.
კონტინენტის საუკეთესო ათლეტის წოდების მისაღებად ტალახაძემ კონკურენტებზე მეტი ხმა უნდა მოაგროვოს.
კენჭისყრა 21 მაისამდე გასტანს. ფავორიტისთვის ხმის მიცემა შეიძლება ბმულზე.
ხმის მისაცემად მომხმარებელმა უნდა აირჩიოს ფავორიტები ორივე სქესის სპორტსმენებს შორის, მიუთითოს ელექტრონული ფოსტის მისამართი, სახელი და ქვეყანა.
2021 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე ტალახაძემ სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და საკუთარი მიღწევები გააუმჯობესა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 223 კგ-იანი შტანგა ასწია, აკვრაში – 265 კგ, ორჭიდის ჯამში – 488 კგ.