ყვითელი ამბები

შორენა ბეგაშვილი მამაკაცთან ერთად გამოჩნდა - ვის დაბადების დღეზე იმყოფებოდა მოდელი?

შორენა ბეგაშვილმა ახალი ვიდეო სოციალურ ქსელში განათავსა.
Sputnik
მოდელმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბარიდან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის დაბადების დღეს საკმაოდ კარგ ხასიათზე აღნიშნავს.
უცნობია რა აკავშირებს მოდელს ამ მამაკაცთან, რადგან ბეგაშვილს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, თუმცა ცნობილია, რომ ამჟამად მსახიობი ურთიერთობაში აღარ არის და მისი გული თავისუფალია.
გასულ ზაფხულამდე შორენა ბეგაშვილი ე.წ. კანონიერ ქურდს ლაშა ბარათელს ხვდებოდა, რომელთანაც ურთიერთობა გაურკვეველი მიზეზებით დაასრულა.