ქართველებს, რომლებიც ჰოლოკოსტის დროს ებრაელებს ეხმარებოდნენ, თბილისში მემორიალი გაუხსნეს

თბილისში „ქართველი შინდლერების“ მემორიალი გაიხსნა. ეს არის იმ ადამიანების ძეგლი, რომლებმაც ჰოლოკოსტის დროს ებრაელები საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს.
Sputnik
სერგი მეტრეველი, გრიგოლ ფერაძე, მიხეილ კედია და საბა კლდიაშვილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ათავისუფლებდნენ ადამიანებს გერმანული ბანაკებიდან. მათი სახელები სამუდამოდ ჩაიწერა ისტორიაში.
1 / 9

„ქართველი შინდლერების“ მემორიალი ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ პარკში გაიხსნა

2 / 9

სერგი მეტრეველის, გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიას და საბა კლდიაშვილის სახელები სამუდამოდ შევიდა ისტორიაში

3 / 9

ისინი საკუთარი სიცოცხლის ფასად ათავისუფლებდნენ ადამიანებს გერმანული ბანაკებიდან

4 / 9

მემორიალი გვახსენებს ტრაგიკულ მოვლენებს, რაც აღარასოდეს უნდა გამეორდეს

5 / 9

ახლა ამ ქართველების სახელები მეორე მსოფლიო ომის ისტორიის განუყოფელი ნაწილია

6 / 9

მემორიალის გახსნას ესწრებოდა ოფიციალური დელეგაცია ისრაელიდან

7 / 9

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ დიპლომატები, საზოგადო მოღვაწეები და საქართველოს მთავრობის წევრები

8 / 9

ამ ისტორიის გმირებს „ქართველი შინდლერები“ უწოდეს ოსკარ შინდლერის პატივსაცემად

9 / 9

შინდლერმა დაახლოებით 1200 ებრაელი იხსნა ჰოლოკოსტისგან მათთვის საკუთარ ქარხნებში სამსახურის მიცემით