„მამიკოსთან მინდა, შენთან - არა“ - ანუკი არეშიძე ნიკოლას სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

ანუკი არეშიძემ შვილის უსაყვარლესი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
Sputnik
დიზაინერ ანუკი არეშიძეს და თბილისის მერსა და ყოფილ ფეხბურთელ კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ნიკოლა ყველაზე ხშირად ხვდება დედის ფოტოობიექტივში.
ანუკი არეშიძე ხშირად აქვეყნებს პატარა ვაჟის სახალისო ფოტოებსა თუ ვიდეოებს. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში ნიკოლა მამასთან ყოფნას ითხოვს. „მამიკოსთან მინდა“, – მიმართავს ნიკოლა დედას, რომელსაც, აღმოჩნდა, რომ „ანუკათი“ მიმართავს.
„კახა მამიკოა და მე რატომ ვარ ანუკა?“ – ეკითხება დიზაინერი სიცილით შვილს. „იმიტომ, რომ არ მინდა“, – პასუხობს ნიკოლა.