მსოფლიო დღეს

მსოფლიო ეკონომიკა უკრაინის მოვლენების გამო კრიზისის ზღვარზეა - ბორელი

მსოფლიო ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.
Sputnik
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. ევროკავშირი ძალზე შეშფოთებულია უკრაინაში არსებული ვითარების შედეგებით მსოფლიო ეკონომიკისთვის და თვლის, რომ მსოფლიო ღრმა ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყების წინ.

„უკიდურესად შეშფოთებული ვართ შედეგებით მსოფლიო ეკონომიკისთვის. ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირისპირ ვდგავართ, მათ შორის ფასების, ელექტროენერგიისა და სურსათის კრიზისის წინაშე“, – განაცხადა ბორელმა, იუწყება РИА Новости.

უკრაინის მოვლენების გამო დასავლეთის ქვეყნების დიდმა ნაწილმა რუსეთს სანქციების რამდენიმე პაკეტი დაუწესა. ევროკავშირის ქვეყნებში ასევე სერიოზულად განიხილავენ რუსულ ნავთობსა და გაზზე უარის თქმის შესაძლებლობას.
რუსეთის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ რუსეთის შესუსტების პოლიტიკა დასავლეთის ხანგრძლივი სტრატეგიაა, ხოლო სანქციებმა სერიოზული ზარალი მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას. პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამჟამინდელი მოვლენები ამთავრებს დასავლეთის გლობალურ დომინირებას როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების გამკაცრება 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში ჯარის შეყვანის შემდეგ დაიწყეს.