ყვითელი ამბები

„ბავშვი-საოცრება დავკარგეთ...“ - ბრიტნი სპირსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ბრიტნი სპირსი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
Sputnik
40 წლის პოპ-პრინცესამ ბრიტნი სპირსმა ბავშვი დაკარგა. ამის შესახებ არტისტმა სოციალურ ქსელში სევდიანი პოსტი დაწერა.

„მწუხარებით გატყობინებთ, რომ ჩვენ ჩვენი ბავშვი-საოცრება დავკარგეთ, ეს მოხდა ორსულობის ადრეულ ვადაზე. ეს თითოეული მშობლისთვის გამანადგურებელი პერიოდია. იქნებ ჯობდა, ორსულობის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ გამევრცელებინა, თუმცა ჩვენ ამ ამბით საოცრად აღელვებულები ვიყავით და თქვენთვის სიხარულის გაზიარება გვეჩქარებოდა. ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ ცდას, გავზარდოთ ჩვენი ოჯახი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია სპირსის განცხადებაში.

მამის მეურვეობისგან გათავისუფლების შემდეგ ბრიტნი შეყვარებულზე სემ ასგარიზე მალევე დაინიშნა. დაახლოებით ერთი თვის წინ კი მან ორსულობის შესახებ განაცხადა.