წვიმა, სეტყვა და ელჭექი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი - Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოში ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 15 მაისს დღის ბოლოდან 16 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.