თბილისი, 15 მაისი– Sputnik. ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სცენაზე 17 და 18 ივნისს ანტონ ჩეხოვის მიხედვით დადგმული სპექტაკლ „თოლიას“ პრემიერა გაიმართება.
სპექტაკლის რეჟისორია დავით დოიაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ ბუბა გოგორიშვილი (ირინა არკადინა), გივიკო ბარათაშვილი (კონსტანტინ ტრეპლევი), ალექსანდრე ბეგალიშვილი (პიოტრ სორინი), დავით ბეშიტაიშვილი (ბორის ტრიგორინი), ტასო ჭანტურაია (ნინა ზარეჩნაია), ტატო ჩახუშაშვილი (ევგენი დორნი), ბადრი ბეგალიშვილი (ილია შამრაევი), ნანა ბუთხუზი (პოლინა ანდრეევნა), ნანკა კალატოზიშვილი (მაშა) და დევი ბიბილეიშვილი (სემიონ მედვედენკო).
სპექტაკლზე მუშაობდნენ სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი, კოსტიუმების მხატვარი - ანანო მოსიძე, ქორეოგრაფი - კოტე ფურცელაძე, ასევე კომპოზიტორები - გიორგი შამანაური და ნინა სუბლატი, რომელიც საქართველოს „ევროვიზიაზე“ 2015 წელს წარმოადგენდა.