ტოჩინოშინმა ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ დასანანი მარცხი განიცადა

რეიტინგში პოზიციის გასაუმჯობესებლად ქართველმა სუმოისტმა უნდა დაამყაროს მინიმალური დადებითი ბალანსი - რვა გამარჯვება
Sputnik
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოს საზაფხულო ტურნირზე მეოთხე მარცხი განიცადა.
კვირას ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა ურუსთან დამარცხდა. ქართველ სუმოისტს გამარჯვებამდე სულ ცოტა ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ მეტოქემ მის წინააღმდეგ კატაცუკაშის ილეთი გამოიყენა.
მერვე საშეჯიბრო დღის შემდეგ გორგაძეს ოთხი წაგება და ოთხი მოგება აქვს.
რეიტინგში პოზიციის გასაუმჯობესებლად ქართველმა სუმოისტმა უნდა დაამყაროს მინიმალური დადებითი ბალანსი - რვა გამარჯვება. ახლა ტოჩინოშინი დასავლეთის მეცხრე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს.
ორშაბათს ტოჩინოშინი დასავლეთის მეექვსე მაეგაშირა ვაკამოტოჰარუს შეხვდება, რომელსაც შეხვედრების უარყოფითი ბალანსი აქვს - ხუთი წაგება და სამი მოგება.
ნაცუ ბაშოს საზაფხულო ტურნირი 22 მაისამდე გაგრძელდება.