თბილისი, 15 მაისი – Sputnik. სიმღერის კონკურს „ევროვიზია-2022“-ის ნახევარფინალსა და ფინალში ექვსი ქვეყნის - საქართველოს, აზერბაიჯანის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სან-მარინოს ჟიურის საფინალო და ნახავარფინალური ქულები გაუქმებულია, წერს ტელეგრამ-არხი „მუზვარი“.
მედიის ინფორმაციით, მეორე ნახევარფინალში ექვსი ქვეყნის ჟიურის მხრიდან დაფიქსირდა უხეში დარღვევა, რომელიც ხმის მიცემის შემცველი ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემას წარმოადგენს. ქსელში ბლანკების ფოტოებიც გამოჩნდა.
რაც შეეხება საქართველოს, აზერბაიჯანის, მონტენეგროს, პოლონეთის, რუმინეთისა და სან-მარინოს მიერ ფინალში წარმოდგენილ ქულებს, ისინი თავად ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (The European Broadcasting Union) დაწერა, რაც კონკურსის წესებით არის დაშვებული.
„EBU-ს ძალზე სერიოზული დამოკიდებულება გააჩნია კონკურსზე ხმის მიცემის დროს მანიპულირების ნებისმიერ სავარაუდო მცდელობებზე და უფლება აქვს გაიწვიოს ასეთი ხმები ოფიციალური ინსტრუქციების შესაბამისად, მიუხედავად იმისა, იქონიებს თუ არა ეს ხმები გავლენას შედეგებზე“, - ნათქვამია მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.
დღესვე საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაუგზავნა „ევროვიზიის“ კონკურსის ორგანიზატორებს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას უმაღლესი - 12 ქულა მიანიჭა, და არა ექვსი, როგორც ფინალის ეთერში გაჟღერდა.
საზოგადოებრივი მაუწყებელი დეტალებს „ევროვიზიის“ ორგანიზატორებთან არკვევს.
25 ქვეყნის წარმომადგენლები 2022 წლის საუკეთესო შემსრულებლის და საუკეთესო სიმღერის ტიტულისთვის იბრძოდნენ.
წელს 631 ქულით გაიმარჯვა უკრაინამ - ჯგუფმა Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
კონკურსის ფინალურ ნაწილში უკრაინის გარდა იყო წარმოდგენილი შვეიცარია, ისლანდია, საბერძნეთი, ნორვეგია, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, პორტუგალია, მოლდოვა, სომხეთი, ნიდერლანდები, ბელგია, ჩეხეთი, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ავსტრალია, შვედეთი, რუმინეთი, სერბეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) და იტალიური ტელეარხ Rai-ს მიერ ორგანიზებული წლევანდელი კონკურსის დევიზია „სილამაზის ხმა“ ("The sound of beauty").
რუსეთი „ევროვიზიაში“ წელს არ მონაწილეობდა. დონბასის დასაცავად სპეცოპერაციის დაწყებიდან მეორე დღეს ორგანიზატორებმა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს გამოსვლაზე უარი განუცხადეს. ცნობილია, რომ კონკურსზე 18 წლის იაროსლავა სიმონოვა უნდა გამგზავრებულიყო.
რაც შეეხება საქართველოს, ჯგუფი Circus Mircus, რომელიც კონკურსის მეორე ნახევარფინალში წარდგა, ფინალში ვერ გავიდა.