რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცხედარი იპოვეს

მედიის ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული.
Sputnik
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. 60 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს ღამით რუსთავში, მრავალბინიანი კორპუსის სახურავზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფო-რუსთავი“.
შემთხვევა რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრები კორპუსის სახურავზე საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარების მიზნით ავიდა, სადაც მამაკაცის ცხედარი ნახა.
მედიის ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი რამდენიმე თვის წინ გაუჩინარდა და მასზე ძებნაც იყო გამოცხადებული.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია.
წყარო - „ინფო-რუსთავი“.